04:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-07 16:20:35, 571 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა კობახიძეს-როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი

როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი- ასე მიმართა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ,დეპუტატმა თინა ბოკუჩავა, "ქართული ოცნების " ლიდერს, ირაკლი კობახიძეს დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, კობახიძის საგარეო კურის არ არის დასავლეთისკენ.

„როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი; როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი არ არის, როდესაც ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი ივანიშვილის პირადი ადვოკატი კი არ იყოს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებული პიროვნება იყოს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ნდობა, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი. როდესაც თქვენ ამართლებთ თქვენი მხრიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ შემდგარ დოკუმენტზე გასვლის მცდელობას, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, რომლის საგარეო კურსი არ არის ევროპისკენ, ნატო-სკენ, დასავლეთისკენ, არამედ არის რუსეთისკენ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics