|
2021-09-07 13:58:25, 596 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - "ქართული ოცნება" უნდა მოემზადოს ოპოზიციაში ყოფნისთვის
„თუ ამბობთ, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავთ, ევროპული გზა იყო და არის ზუსტად 19 აპრილის შეთანხმება და თუ ასე გავაგრძელებთ, ამას ხალხი არ გაპატიებთ, უნდა მოემზადოთ წასასვლელად და ოპოზიციაში ყოფნისთვის",- ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, ოპოზიციაში ყოფნას მაღალი პოლიტიკური კულტურა სჭირდება. „ის კულტურა, რომ ერთ ადამიანს უნდა ასიამოვნოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, ეს არ წაადგება საქართველოს და სწორედ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, რაზეც საუბრობს პრემიერ-მინისტრი",- აღნიშნა დეპუტატმა. პაატა მანჯგალაძემ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა. „რას გაუკეთეთ ანულირება - ევროპულ გზას, უფრო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნას, იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს - მაინტერესებს, რის ანულირება მოახდინეთ?",- მიმართა უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა. მისივე თქმით, საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმია და „ქართული ოცნება" ხალხის წინაშე პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)