|
2021-09-07 12:58:29, 2372 ნახვა
სამხედრო
უკრაინის გვარდიის მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზა დაათვალიერა
უკრაინის შსს გვარდიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში უკრაინულმა დელეგაციამ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე-საწვრთნელი ბაზა „პალდო“ მოინახულა. უკრაინელ სტუმრებს ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა და რეზერვისტების სწავლების, მომზადება-გადამზადებისა და შეფასების მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. დღესვე, დელეგაციის წევრებმა თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილიც მოინახულეს, რეზერვისტებთან მუშაობის პროცესს გაეცნენ და ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს გვარდიის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიკოლა ბალანი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და მის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს შეხვდა. უკრაინისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა ვიზიტი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები მომავალში უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)