01:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-07 12:12:44, 473 ნახვა

საზოგადოება
თიბისის სტიპენდიანტი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

პორტუგალიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  

ახალგაზრდა ნიჩბოსანი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია. 2021 წლის ივნისში ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩატარდა.  2019 წელს კი სლოვაკეთში გაიმართულ შეჯიბრზე სახელად ოლიმპიური იმედები, ქართველმა ნიჩბოსანმა სამ დისტანციაზე იასპარეზა: 1000 მეტრი, 500, 200 და სამივეში ოქროს მედალი აიღო. აქამდე, საქართველოს სახელით მოასპარეზე არც ერთ ნიჩბოსანს არ ჰქონდა მოგებული ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შეჯიბრის სამივე დისტანცია.

ალექსანდრე წივწივაძე თიბისის სტიპენდიატების პროექტს 2020 წლიდან შემოუერთდა. თიბისის სტიპედიანტების პროგრამა, რომელიც მესამე წელია გრძელდება, ყოველწლიურად 200 ნიჭიერ მოზარდს უჭერს მხარს. პროგრამის თითოეული მონაწილე იღებს სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში.

თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ყოველწლიური ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ ახალგაზრდა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics