01:33 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-07 11:58:33, 447 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ კონსულტაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაუწევს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უვადო მსჯავრდებულებისთვის  პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით ონლაინ კონსულტირება დაიწყო. ამ მომსახურებას ყოველღდღიურად, ბენეფიციარები 9 დღის განმავლობაში მიიღებენ. 

აღნიშნული პროცესი არის უვადო მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპი, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება. პროექტის მიზანია უვადო მსჯავრდებულების კვალიფიკაცია ამაღლდეს  და მათი,  როგორც სამუშაო მაძიებლების დასაქმება შრომის ბაზარზე კიდევ უფრო  ხელმისაწვდომი  გახდეს. 

ინიციატივა ხორციელდება სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა მიმდინარე წლის აგვისტოში  გააფორმა. 

ურთიერთშეთანხმება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნული სიახლე უპრეცედენტოა და მსჯავრდებულებს (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობას აძლევს გაიარონ პროფესიული კონსულტირება, კარიერა სწორად დაგეგმონ,  შრომის ბაზრის ტენდენციებს გაეცნონ და  მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics