|
2021-09-05 15:00:42, 621 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში და დაიწყება რეალური წინსვლა
„ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში და დაიწყება რეალური წინსვლა" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ სვანეთში, მესტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა. „ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის დღეა რამდენიმე მიზეზის გამო. მოგეხსენებათ სულ ახლახანს ჩვენ გავხსენით პარტია „საქართველოსთვის" მესტიაში ოფისი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია და ამავე დროს სულ რამდენიმე დღეში ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რომელშიც ყველაზე ღირსეული სვანეთის შვილები იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი პარტიის სახელით და მე პატივი მაქვს თითოეული თქვენგანი დღეს გავაცნო საზოგადოებას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ და ეს პრინციპული სიტყვებია. პრინციპული სიტყვებია იმიტომ, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა არასოდეს არ უნდა გავხადოთ თვითმიზანი. ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, საქართველოს წინსვლისთვის და თითოეულ რეგიონში, სვანეთში, მესტიაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის. ამ შემართებით დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ჩაერთვება ამ საარჩევნო კამპანიაში და იბრძოლებს გამარჯვებისთვის. კამპანიაში, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ეს არჩევნები დიდი ხანია გასცდა უკვე მუნიციპალურ დონეს. ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში და დაიწყება რეალური წინსვლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული ცვლილებები იყო ქვეყანაში, თუმცა დღეს, ჩვენ ერთ ადგილზე ვდგავართ სამწუხაროდ. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მიმართულებით უკანაც ვიხევთ და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგი, რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, უნდა შევინარჩუნოთ და ამ ყველაფერზე დავაშენოთ ახალი წარმატებების ისტორია" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)