|
2021-09-04 18:14:42, 495 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე- ვიზრუნებთ, რომ ყველა უბანში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული კეთილმოწყობილი გარემო
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ნიაღვრისა და გურამ რჩეულიშვილის ქუჩებს ესტუმრა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტები განიხილა და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე იმსჯელა. მოსახლეობასთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდა.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. „მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად ვიზრუნებთ, რომ ყველა უბანში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული კეთილმოწყობილი გარემო. მე პირადად ვიდგები თქვენ გვერდით და ყოველთვის ვიქნები ხელმისაწვდომი რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხისა თუ ინიციატივის განსახილველად" – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას. "შეხვედრის ფარგლებში საუბარი Covid-19-ის გავრცელების შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებსაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, პანდემიის პირობებში მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომელთა განხორციელება მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. "-ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)