|
2021-09-03 17:17:01, 527 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - "საქნახშირში", ჩვენი ხელშეწყობით, გაუმჯობესდა შრომის პირობები, მეშახტის საშუალო ხელფასი 50 პროცენტით და მეტით გაიზარდა
„ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, „საქნახშირში" ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ, ჩვენი ხელშეწყობით, გაუმჯობესდა შრომის პირობები. უბედური შემთხვევების რისკი არის მინიმუმამდე დაყვანილი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას. მეშახტის საშუალო ხელფასი 50 პროცენტით და მეტით გაიზარდა. დღეს „საქნახშირი", სადაც დასაქმებულია 1300-მდე ადამიანი, საკმაოდ დიდი დამსაქმებელი საწარმოა. ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ტყიბულში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანია „საქნახშირის" თანამშრომლებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე მეშახტეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის, მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის, კურორტ "ცხრაჯვარის" ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების, ტყიბულში სამედიცინო ცენტრის აშენებისა და სხვა საკითხების შესახებ. „ჩვენ დღეს დამატებითი დავალებები მივიღეთ, რათა მეშახტეების ყოფა გაუმჯობესდეს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საწარმოს სიახლოვეს მოეწყოს მულტიფუნქციური სამედიცინო ცენტრი. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ საქმეში და აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სამედიცინო ცენტრის ასაშენებლად სახელმწიფო ქონებას გადავცემთ. ასევე მნიშვნელოვანი დავალება მივიღეთ ტყიბულის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის, განვითარების თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე არის უნიკალური კურორტი „ცხრაჯვარი", სადაც უძველესი სალოცავი და მღვიმე მდებარეობს. ჩვენ მივიღეთ ასევე დავალება, რომ კურორტზე მოეწყოს საბაგირო," - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა მეშახტეებთან შეხვედრაზე დასმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მისი თქმით, მეშახტეებმა დაყენეს საპენსიო ასაკის დაწევის საკითხი. „მართლაც მძიმე შრომითი პირობებია. არსებობს ამის პრეცედენტი მთელს მსოფლიოში, როდესაც საქმე შეეხება მაღაროელს და მეშახტეს. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა დავალება ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)