2021-09-01 20:40:27, 521 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე თქმით, მთავრობის მეთაურმა ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონთან ერთად მოილოცა, რომელმაც პრემიერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
"ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე."-ნათქვამია განცხადებაში
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),