|
2021-09-01 16:57:58, 309 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი მოძალადე ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს ხელისუფლების დაბრუნებაზე, მაგრამ მათი დაბრუნების 0% არსებობს
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ძალადობს ყოფილი მოძალადე ხელისუფლება, რომელიც დღემდე აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიული შანსიც კი არ აქვთ, 0% არსებობს მათი ხელისუფლებაში დაბრუნების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მათ როგორმე პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, არის სწორედ დესტაბილიზაციის, რევოლუციის და არეულობის გზა, რაც არის მათი ხელწერა. „მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება" არის ძლიერი მტკიცე ხელისუფლება და ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არეულობას ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასე, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენს მოსახლეობას რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და განვითარება. ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა და სტაბილური გარემო. ამისთვის საჭიროა ძლიერი, დემოკრატიული ხელისუფლება და რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პროგრამები და საქმე. ამ მიზნით ბოლო წლებში ჩვენ არაერთი პროგრამა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი" და უამრავი სხვა, რითაც ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ისარგებლა. ახლა ჩვენი მიზანია, ეს პროგრამები მაქსიმალურად გავაფართოოთ, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მოიცვას მთელი ქვეყანა და თანაბრად განვავითაროთ, თითოეული ქალაქი, სოფელი, მუნიციპალიტეტი. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენი მთავარი კონკურენტი არის სწორედ გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)