10:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 11:33:54, 592 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ ყველგან გაიშიფრა, მსგავსი რეჟიმების დასაყრდენი ყოველთვის რუსეთია

ქართული ოცნება ყველგან გაიშიფრა, მსგავსი რეჟიმების დასაყრდენი ყოველთვის რუსეთია. - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მართმსაჯულების რეფორმასთან დკაშირებით მიცემული პირობა დაარღვია.

ქართულმა ოცნებამ დაარღვია მიცემული პირობა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და უზენაეს სასამართლოში ჩააბეტონა კლანის წევრი მოსამართლეები. გაირკვა რომ ტყუილი იყო ყველაფერი. მარტივი ვირეშმაკობა იყო. მანამ სანამ ევროკავშირი ეტყოდა მთავრობას რომ ტრანშს არ გაძლევ ამის და ამის გამო, გამოვიდნენ და დაასწრეს და თქვეს, რომ თითქოს და ვალი აღარ გვჭირდება ჩვენ. მაშინ როცა იანვრიდან ივლისის ჩათვლით, წელს 4 მილიარდი ვალი აქვთ უკვე აღებული. 

აქამდე თუ თამაშობდნენ და დასავლეთს ატყუებდნენ, რომ ვითომ რაღაცას აკეთებდნენ, ახლა ყველგან გაშიფრულები არიან. ეგეთი ტიპების რეჟიმების დასაყრდენი, საბოლოო ჯამში არის ყოველთვის რუსეთი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics