10:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 20:35:54, 351 ნახვა

პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა.-ინფორმაცას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს

მათი თქმით,მერობის კანდიდატმა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას ვესტუმრე.

ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ამ სოფელში ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა ზოვრეთი-საზანოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი. ამჟამად, ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას წყალმომარაგება წარმოადგენს.

მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს და დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ პროექტებს, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. არის გარკვეული  პრობლემები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემი გუნდისა და თანამოქალაქეების თანადგომით”- განაცხადა ვასილ გველესიანმა."-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics