|
2021-08-31 18:07:08, 651 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი- ივანიშვილის და მისი მთავრობის ევროკავშირთან დამოკიდებულებაა: „მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“
„რომ არ ვსჭამე კარგი ვქენი, გეფიცებით შვილებსაო, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“. აი, ეს არის ზუსტად ივანიშვილის და მისი მთავრობის ევროკავშირთან დამოკიდებულება - „მწარე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა იტყუება. „დაწყებული ავღანეთიდან, ამერიკიდან და დამთავრებული ევროპით, ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან, იყო ქართველების დახმარების მცდელობა, რომელშიც ესენი ხელს მიშლიან. ვუშოვე ევროპაში ვაქცინები, მათ დარეკეს, არ გვინდა, თავი დაგვანებეთო. ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის ევაკუაციისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი, უთქვენოდაც ყველაფერს გავაკეთებთო. რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ დახმარება შეუჩერონ?! ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას თავისი აზრი ჩამოუყალიბდეს. ბევრს დავდივარ, ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით, ბრიუსელში ბოლო ერთ-ერთი ვიზიტის დროს ევროკომისიის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალჩინოსანმა მითხრა ღარიბაშვილზე, „ეს არის კლინიკური იდიოტიო“, ვციტირებ. მე ამათგან განსხვავებით, სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ის იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მისწვდა ყურძენს, დარჩა ამოძუებული, მაგრამ მაინც არ გაიტეხა ვითომ კუდიანმა გული და ეს ურცხვად დაიკვეხნა - „რომ არ ვსჭამე კარგი ვქენი, გეფიცებით შვილებსაო, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“. აი, ეს არის ზუსტად ივანიშვილის და მისი მთავრობის ევროკავშირთან დამოკიდებულება - „მწარე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“. ვინ აძლევდა ყურძენს, ვერ წვდებოდა, ვეღარ მიწვდნენ და ვერც მიწვდებიან ეს მართლა ოროსნები. რა თქმა უნდა, იტყუებიან იმიტომ, რომ ეს არის უფასო ფული, რასაც ივანიშვილი ამბობს, უბრალოდ, აღარ აძლევენ იმიტომ, რომ ხუთჯერ მეტი პროცენტით იღებენ ევრობონდებს და სხვა კრედიტებს, გააღატაკეს ბიუჯეტი, ორჯერ გაზარდეს ვალი ჩემს მმართველობასთან შედარებით, ორჯერ გაზარდეს სიღარიბე, უმუშევრობა, ორჯერ დააგდეს ვალუტის კურსი. ევროკავშირის დახმარების არმიღების შემდეგ, ვალუტა კიდევ უფრო დავარდება და უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რა თქმა უნდა, მათ ეს დახმარება არ უნდა მიიღონ იმისთვის, რომ მთლიანად მიდის მათ ჯიბეში და არაფერი აღწევს ქართველ ხალხამდე. ესენი ცდილობენ, საბოლოოდ ჩამოგვაშორონ ევროპას და გადაგვაქციონ რუსულ ჭაობად. ჩვენსა და ევროპას შორის არ უნდა იდგნენ ეს ყაჩაღები, საქართველო იქნება, წარმატებული, განვითარებული, ევროპული ქვეყანა და ჩვენ ყველანი ამას მივაღწევთ“,- აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)