13:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 11:18:05, 346 ნახვა

საზოგადოება
500-მდე სამხედროს ოჯახს ბინები გადაეცათ

ყველაფერი საუკეთესო ჯარს - ეს არის ჩვენი პირობა, ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ერთგულად მივყვებით და აგრძელებს მინისტრი ძალიან წარმატებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, სამხედროებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.
 

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს  სამხედროებზე ზრუნვას.
„500-მდე სამხედროს ოჯახს გადაეცა დღეს ბინები. ეს ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, თუმცა შესრულება დაიწყო გვიან, 2012 წელს, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში. ბოლო პერიოდშიც იყო გარკვეული შეფერხება, შემდეგ დაემთხვა პანდემია, მაგრამ ჩვენ სამუშაოები არ შეგვიჩერებია. ჩვენ ვთქვით და გავაკეთეთ, ის, რაც დავპირდი ჩვენს გმირ სამხედროებს, ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ.
 

გარდა ამისა, ჩვენ მახათას მთაზე გრანდიოზულ პროექტს ვახორციელებთ - ეს არის ჯარის ქალაქი, რომელიც გათვლილია 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეზე. იქ ჩვენი გმირი სამხედროები ასევე შეღავათიან პირობები შეიძენენ ბინას, 1 კვადრატული მეტრი ეღირება სულ რაღაც 100 დოლარი -  ძალიან კარგი პირობაა შეთავაზებული სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული პროექტი დასრულდება სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში და დაახლოებით 1050 სამხედრო ოჯახი დასახლდება ახალ ჯარის ქალაქში. ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ ჩვენს სამხედროებზე ზრუნვას. ყველაფერი საუკეთესო ჯარს - არის ჩვენი პირობა, ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ერთგულად მივყვებით და აგრძელებს მინისტრი ძალიან წარმატებულად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics