11:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 18:13:54, 823 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე-დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ოქროყანისა და კოჯრის დევნილთა დასახლებების  მოსახლეობასთან  შეხვედრები გამართა, სადაც პირადად მოისმინა ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, დევნილთა დასახლებაში გამართულ შეხვედრებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

 „გავიცანი ოქროყანისა და კოჯრის დევნილთა დასახლებების  მცხოვრებლები და მათთან ერთად განვიხილე ის გამოწვევები, რომელთა დაძლევა მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი და ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ თანადგომასა და მხარდაჭერას. სწორედ ერთობლივი ძალებით დარწმუნებული ვარ, არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, არის წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მე პირადად, მიღებული მანდატის ფარგლებში, ვიზრუნებ, რომ ამ მიმართულებით დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

"როგორც ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების" გუნდის მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება. სწორედ ამ მიზნით, კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics