|
2021-08-30 12:18:51, 626 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ეპიდსიტუაცია ოქტომბერში დასტაბილურდება
ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს. - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი მძიმე ეპიდსიტუაციიდან პირბადის ტარება და აცრაა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში, შედარებით, თითქოს, დასტაბილურდა სიტუაცია და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. მობილიზებულად მუშაობს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გმირულად ემსახურება. ჩვენ ადრეც ვთქვით და მინდა გავიმეორო, რომ არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალურად ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამას გარდა, უნდა გავიმეორო, რომ ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს მალე ავცრით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი მოქალაქე უნდა იყოს აცრილი. მათგან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად აცრილი. ალბათ, მილიონს გადატანილი ექნება კორონავირუსი და აქვს კიდეც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენი ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. მათი პროგნოზია ეს. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, რომ ყველამ ერთად გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს. აცრების პროცესი მიმდინარეობს ძალიან კარგად. მინისტრმა ასევე გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი თბილისშიც, ავტობუსებშიც დავიწყეთ. კიდევ უნდა გაფართოვდეს ეს პროცესი. რეგიონებიც უნდა მოვიცვათ. მნიშვნელოვანია ასევე სამხედრო ექიმების ჩართულობა, რეგიონებში სოფლად დადიან და ადგილზე ცრიან მოსახლეობას. ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და ადგილზე შევთავაზოთ მოსახლეობას უფასო აცრა. საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა მოსახლეობამ. ეტაპობრივად იხსნება სკეპტიკური დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. ამ სიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს და ჩვენც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)