15:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 11:25:40, 458 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში 1 ლარს, მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით

კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მისი დავალებით, ვიცე-პრემიერი და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჩავიდნენ ადგილზე, შეიქმნა ოპერატიული შტაბი და მოსახლეობას ადგილზე მოუგვარეს  პრობლემა.

„რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში. 5000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა. დაზიანდა ძლიან ბევრი ვენახი, ხეხილის ბაღები. ჩემი დავალებით, ადგილზე ჩავიდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ადგილობრივ გუბერნატორთან ერთად. შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს და მოუგვარეს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათ, ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარ ხარჯზე, ჩვენ თვითონ აღვუდგენთ და დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics