05:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 19:24:23, 1141 ნახვა

მსოფლიო
„ნატოს“ წევრი ქვეყნები იბრძვიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქაბულის აეროპორტი, ღიად დარჩეს მათთვის 31 აგვისტოს შემდეგაც

„ნატოს“ წევრი ქვეყნები იბრძვიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ  ქაბულის აეროპორტი, ღიად დარჩეს მომავალ კვირის (31 აგვისტოს) შემდეგაც,  სასწრაფოდ საჭირო ჰუმანიტარული  ფრენებისთვის.

თურქთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი  კვლავ  გაუწევს „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს ტექნიკური დახმარებას.  საევაკუაციო ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, თუმცა  მათ არ უთქვამთ, დათანხმდება თუ არა „თალიბანი” ასეთ პირობას.

 დასავლეთი ღიად აღნიშნავს, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნება იმ ქვეყანისთვის, სადაც მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური   პრობლმების გამო 18 მილიონი ადამიანის სიცოცხლე სწორედ ამ ჰუმანიტარულ დახმარებებზეა დამოკიდებული.

მსოფლიო სასურსათო პროგრამა, რომელსაც „გაეროს „ჰუმანიტარულ საჰაერო სამსახურს მართავს, გეგმავს შაბათ -კვირას ფრენების დაწყებას ავღანეთში ჰუმანიტარული „ საჰაერო ხიდის“ შესაქმნელად, განუცხადა გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში გამართულ სხდომაზე.

დუჟარიკმა თქვა, რომ გაურკვეველია რა მოხდება ქაბულის აეროპორტში 31 აგვისტოს შემდეგ. მისი თქმით, რამდენად იქნება მათი უსაფრთხოება დაცული უცნობია.

"თალიბებს" ევალებათ უზრუნველყონ, რომ შექმნან ისეთი სისტემა ,რომელიც ქაბულის  აეროპორტის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი", - თქვა დუჟარიკმა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის"  განაცხადებით, ავღანეთში სამედიცინო პრეპარატების მარაგი ამოიწურება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics