15:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 18:25:27, 847 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი-მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა

კახეთის რეგიონის  5  მუნიციპალიტეტში,  უპრეცედეტოდ დიდი სტიქიის შედეგად, 5 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა. მთავრობამ მოახდინა მყისიერი რეაგირება.  -ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ  ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა და მომავალ წლებში, მოსავლის მიღებას ფაქტობრივად ვეღარ შეძლებენ.  აღნიშნული ბაღების ჩანაცვლება-აღდგენის მიზნით, პროგრამის ,,დანერგე  მომავლი“ ფარგლებში, ფერმერები სრულ დაფინანსებას მიიღებენ  ნერგების და მოხდება სარწყავი სისტემის თანადაფინანსებაც.

ამასთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომელთაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფოსგან 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ.  ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს - 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო  1 კგ საფერავს 1 ლარად  ჩააბარებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. დასეტყვილი ყურძნის მიღება სახელმწიფო საწარმომ შპს ,,მოსავლის  მართვის კომპანიამ“  27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციებზე  უკვე შესაძლებელია. ყველა რესურსი  მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. აღნიშნული სტიქიიდან გამომდინარე, ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა“ -ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics