16:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 11:36:45, 443 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო სხვადასხვა ტიპის პროექტებში ახალგაზრდებისმონაწილეობის გაძლიერებას.

ირაკლი ხელაძემ ყურადღება გაამახვილასპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე. თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან. მათი მხრიდან წამოყენებული იყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი. ზოგადად, მათი მონაწილეობა და ჩართულობა ნებისმიერ პროცესში პოზიტივია. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდების ჩართულობა ჩემს გამარჯვებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. განათლების მიმართულებით საინტერესო ინიციატივები იყო წამოყენებული, რაც მომავალში თბილისის საკრებულოში აუცილებლად იქნება განხილული", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics