16:56 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 10:49:17, 338 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერია - ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ყველა სოფელს პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდეს

„ქართული ოცნების"  ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობას სოფელ ჩხორიაში ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმით ჩავიდა და მოსახლეობისგან დამატებითი საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.

„აღსანიშნავია, რომ სოფელში, ჩვენი ხელისუფლების დროს 35-მდე პროექტია განხორციელებული, როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. აღსანიშნავია, რომ სოფელი არის სრულად გაზიფიცირებული, უმეტესობას მოგვარებული აქვს წყალმომარაგების პრობლემა და დაისახა შემდეგი პრიორიტეტები - ეს გახლავთ გზის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულება საკუხალეიშვილოს უბანში და წყალმომარაგების გარეშე  დარჩენილი მოსახლეობის მცირედი ნაწილისთვის პრობლემის მოგვარება, რომელიც აუცილებლად უახლოეს სამოქმედო გეგმაში აისახება. ასე, რომ ჩვენს სოფლებს ყველა ის პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდება და სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რათა ძირითადი გამოწვევები სრულად იყოს აღმოფხვრილი" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერობის კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან გამართულ ინდივიდუალურ შეხვედრებზე  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფიფია  იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics