|
2021-08-27 17:33:26, 633 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ფონდ „ქართუს" დაფინანსებით და ძალიან მალე დასრულდება
განათლების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები, გვინდა, რომ ყველა სკოლა, ასევე, პროფესიული სასწავლებელი მოეწყოს ევროპული სტანდარტის მიხედვით, ჩვენ დავიწყეთ ინტენსიურად სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა, 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ, 250 გავარემონტეთ და 800 სკოლის ევროპული სტანდარტის მიხედვით გარემონტებას ვგეგმავთ უახლოესი წლების განმავლობაში,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბაშაში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გიგა გაბელაიას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა იმისა, თუ როგორ განავითაროს ეკონომიკა და როგორ წაწიოს წინ ქვეყანა. „რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. სტაბილურობის და პროგნოზირებადობის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა დაგეგმოს ან განავითაროს რაიმე და სიკეთე მოიტანოს ამ ქვეყანაში. სულ ახლახან ვიმყოფებოდი ფაროსანას მართვის შტაბში, რომელიც არის შექმნილი ბატონი ლევან დავითაშვილის მიერ. მისი სამინისტროს მიერ იმართა ძალიან ეფექტიანად და მსოფლიოს და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნა ფართოდ აღიარებული, რომ ქართული მართვის მოდელი არის ნამდვილად წარმატებული, ამიტომ მადლობა ბატონ ლევანს და მთელ შტაბს, ვინც მუშაობდა ამ მართლაც ძალიან დიდი გამოწვევის დამარცხებაზე და ეს პრობლემა დაძლეულ იქნა, მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ კვლავაც აღადგინონ ბაღები და მიიღონ შემოსავალი. წელს იქნება თხილის რეკორდული მოსავალი. ვიცი, რომ აბაშაში მიდის ინტენსიური მუშაობა და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამის კონტროლს და მონიტორინგს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აბაშა, გამორჩეულია თავისი ხალხით, თავისი ლეგენდარული პიროვნებებით. მე მინდა აღვნიშნო დიდი კონსტანტინე გამსახურდია, რომლის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო კაცი, მისი სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ფონდი „ქართუს" დაფინანსებით და ძალიან მალე დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის აღდგენითი სამუშაოები და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელოვანი ადამიანები, ჩვენთვის საამაყო ქართველები. ასევე დავიწყეთ აქტიურად ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც ეხება ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში ახალი ურბანული ტიპის, განახლებული ურბანული ცენტრების მშენებლობას და მოწყობას იმისთვის, რომ ეტაპობრივად ყველა ქალაქი და ყველა მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ, ლამაზ ევროპული ტიპის ქალაქებად და სწორედ ამ მიმართულებით ბატონი ირაკლი ქარსელაძე აქტიურად მუშაობს. ყველა მუნიციპალიტეტში არის დაწყებული აღნიშნული სამუშაოები. მინდა, ჩვენს კანდიდატს ბატონ გიგას წარმატება ვუსურვო, ღირსეული კანდიდატი შევარჩიეთ აბაშისთვის, მე მინდა ასევე ბატონ ლევან მაკალათიას მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის, იგი ემსახურა თავის მშობლიურ აბაშას მთელი გულით და სულით, ბევრი კარგი საქმე გაუკეთა აბაშას და მე მჯერა, რომ გააგრძელებს ასევე თქვენს მსახურებას სხვა პოზიციიდან. ასევე, მინდა ბატონ ლევან მგალობლიშვილს მივესალმო და მადლობა ვუთხრა მას საკუთარი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)