|
2021-08-27 14:52:46, 643 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მსოფლიო საფოსტო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოების წევრ სახელმწიფოდ საქართველოს მეორე ვადით არჩევა არის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარება
„გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოების წევრ სახელმწიფოდ საქართველოს მეორე ვადით არჩევა არის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარება იმ რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომელთაც საქართველო საფოსტო სფეროს განვითარებისა და საფოსტო მომსახურებების სრულყოფის კუთხით ახორციელებს. ეს აღიარება ხელს შეუწყობს მსოფლიო საფოსტო ინდუსტრიის საერთაშორისო მოთამაშეებს, მეტი ინტერესი გამოიჩინონ საქართველოს, როგორც საფოსტო მომსახურების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრის, განვითარების მიმართულებით," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოების წევრ სახელმწიფოდ საქართველოს მეორე ვადით არჩევა. არჩევნები მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 27-ე კონგრესზე გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საქართველო UPU-ს მუდმივმოქმედი საბჭოების - ადმინისტრაციული და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოების წევრი იქნება. ნათია თურნავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, მეტად ჩაერთოს საფოსტო სფეროსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რათა გათვალისწინებული იყოს საქართველოს ინტერესი საფოსტო სფეროს განვითარების პრიორიტეტების დასახვისას, აგრეთვე მიიღოს მეტი ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანი პროექტებისა და საფოსტო სფეროს განვითარებისთვის. აღნიშნული საბჭოები, UPU-ს მომავალ კონგრესამდე 2025 წლამდე პერიოდში წარმოადგენს მსოფლიოში ფოსტის სფეროს განვითარების და სრულყოფის უზრუნველმყოფ UPU-ს ძირითად არჩევით ორგანოებს. ადმინისტრაციული საბჭო (CA) წარმოადგენს UPU-ს ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბირთვს. ადმინისტრაციულ საბჭოში (CA) წევრობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღების პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)