|
2021-08-27 12:43:17, 751 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
„ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარტიაში შექმნილი სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები წარადგინა. მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3 პროცენტი. „პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: ქართული ოცნება 47,4% ნაციონალური მოძრაობა 25,2% გირჩი - მეტი თავისუფლება 4,9% საქართველოსთვის 4,7% მოქალაქეები 3,2% ლელო 2,4% პატრიოტთა ალიანსი 1,9% ევროპული საქართველო 1,8% სტრატეგია აღმაშენებელი 1,7% გირჩი 1,1% ლეიბორისტული პარტია 0,7$ ერთიანი საქართველო 0,7% სხვა პარტიები 4,3% ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: · „ქართული ოცნება“- 22 მანდატი · „ნაციონალური მოძრაობა“- 12 მანდატი · „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“- 2-2 მანდატი შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს. ასევე, წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: კახა კალაძე 60,1% ნიკანორ მელია 29,2% სხვა კანდიდატები 10,7% როგორც ხედავთ, კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში.გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გამხდარა. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)