09:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 14:33:36, 602 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - წელს შევძელით "ენგურჰესზე" კომპლექსური სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც "ენგურჰესზე" მუშაობს

წალენჯიხა  ჩვენთვის არა მარტო ერთ-ერთი გამორჩეული ულამაზესი კუთხეა, არამედ სტრატეგიული მუნიციპალიტეტია,  ვინაიდან სწორედ ამ მდებარეობს საქართველოსთვის სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი  - „ენგურჰესი", რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, არამედ ეს არის ჰიდროსადგური, რომელიც გვაერთიანებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, გარდა იმისა, რომ წლებია ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური სრულიად საქართველოს ერთგულად ემსახურება, რაც იქ მომუშავე ადამიანების დამსახურებაა, წელს მოხდა უპრეცედენტო რამ - მოხერხდა ენგურჰესზე კომპლექსური სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც ათეული წლების განმავლობაში არ მომხდარა.

„ჩვენ შევძელით და ენგურჰესზე დაახლოებით 47 მილიონი ევროს ღირებულების უდიდესი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, მათ შორის მთლიანად სადერივაციო გვირაბის  და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იქ მუშაობს და ვიცი, რომ მათგან ბევრი სწორედ წალენჯიხელია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics