12:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 21:33:57, 523 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, ჩვენ დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში

„ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ძალუძს მშვიდობიანად და რაც მთავარია, დემოკრატიულად ჩვენი ქვეყნის მართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნების" ხელწერა წინა ხელისუფლებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

„ყველაზე ადვილი, რა თქმა უნდა, დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმების ძალით შენარჩუნება და მასების მართვაა, მაგრამ ეს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. ეს არის დროებითი განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩვენი ხელისუფლების ხელწერა აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ მოვუტანეთ გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანას და განვითარება, განვითარება და განვითარება უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი. ამისთვის, ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და შანსი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას, იმ საქმეების გაკეთებას, რომელზეც გესაუბრეთ. ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, უწყვეტი კამპანიებით, რომელიც არაფრისმომცემია და აბსოლუტურად არ არის გათვლილი შედეგზე. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ამ არჩევნების მნიშვნელობა - აუცილებელია ძლიერად გამარჯვება ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics