|
2021-08-25 21:10:10, 716 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პრემიერი - ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე 2.5 მლრდ დაიხარჯება, რითაც, დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ განვითარებაზე, პროგრესზე და კეთილდღეობაზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს უნდა შევთავაზოთ, განვითარება სჭირდება თითოეულ რეგიონს, ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველი გუნდი მოქალაქეებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის, რეგიონების განვითარებას. „ჩვენი ოპონენტები საუბრობენ მხოლოდ სიძულვილზე, მხოლოდ აგრესიაზე, მხოლოდ ტერორსა და ძალადობაზე. ისინი ჩვენს მოსახლეობას ვერ სთავაზობენ ვერავითარ კონკრეტულ გამოსავალს, გადაწყვეტილებებს, დღის წესრიგს, გარდა იმ უწყვეტი ნეგატიური კამპანიისა და დღის წესრიგისა, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან და მათი ბაგეებიდან. ამ დროს ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს ჩვენ ვართ ამ ძალადობის და სიძულვილის კამპანიის ორგანიზატორები. გვაბრალებენ ყველაფერ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ და აკეთებენ ახლაც, მაგრამ ჩვენს ხალხს სწორად ესმის და სწორად ძალუძს კეთილის და ბოროტის გარჩევა. ჩვენ დღეს მოქალაქეებს ვთავაზობთ განვითარებას - სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის, რეგიონების განვითარებას. ამ მიმართულებით დიდი პროგრესი გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის წარმატებული პროგრამები, რომლებითაც ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ისარგებლა, შეიქმნა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი თუ მაგალითად ადგილობრივი წარმოების წახალისებისთვის შექმნილი პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი" და ა.შ. ასევე, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს ვუყვებით კონკრეტულ გეგმაზე, როგორ განვავითაროთ თანაბრად ყველა რეგიონი, როგორ განვავითაროთ თითოეულ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ლოკაციები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. „2,5 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების, რეალური ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებაზე, რითაც, ჩვენი ვარაუდით დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ სიკეთეს თანაბრად გადავანაწილებთ რეგიონების მიხედვით. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, თითოეულ რეგიონში, მუნიციპალიტეტში, როგორ განვავითაროთ ესა თუ ის დარგი და როგორ გამოვიყენოთ სრულად ის პოტენციალი, რომელიც თითოეულ რეგიონში ჩვენს ლამაზ ქვეყანას გააჩნია. ამასთან ერთად, ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაციები და შესაბამის სამუშაოებს უახლოეს თვეებში დავიწყებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)