22:03 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 14:17:55, 633 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია ჟანგბადის მარაგებზე - პრობლემა, რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, არ არის

იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, დღეს ნამდვილად არ არის, თუმცა ლოჯისტიკური მართვის მექანიზმი არის ძალიან რთული - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თმით, პრობლემა ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში იყო და ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მუშაობდნენ, იმისთვის რომ კლინიკებს დორულად მიეღოთ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა.

„ჟანგბადით მომარაგების პრობლემა დგას ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრის თვიდან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულები იმაში, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა. მოწოდების ჯაჭვი არის ძალიან კომპლექსური, საზღვარგარეთიდან შემოდის ნაწილი, ნაწილი ადგილზე არსებული ქარხნებიდან გამომუშავდება. რიგ შემთხვევაში, შეიძლება მოგვიხდეს კლინიკებს შორის გადანაწილება, ანუ კლინიკამ, რომელსაც აქვს მარაგი დაეხმაროს მეორე კლინიკას. ეს არის ძალიან რთული ლოჯისტიკა, რომელიც იმართება ჯერჯერობით. იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, დღეს ნამდვილად არ არის, თუმცა ლოჯისტიკური მართვის მექანიზმი არის ძალიან რთული,“ - განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics