|
2021-08-24 18:23:41, 669 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე საქართველოში ლიეტუვას ელჩს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღეს ლიეტუვას ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას და მის მოადგილეს საულიუს ვალაინისს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა მათ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და რა ღონისძიებებს ახორციელებს ცესკო პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარების მიზნით. შეხვედრაზე განხილული იყო სადამკვირვებლო მისიების საკითხიც. „მე მათ ვთხოვე ჩაერთონ სადამკვირვებლო მისიებში, რაზეც ლიეტუვას მხარემ მზადყოფნა გამოთქვა. ბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ორი ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების სურვილს ლიეტუვას პარლამენტის წევრების ნაწილიც გამოთქვამს, შესაბამისად ვმუშაობთ იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად ჩართვა. გარდა ამისა, ბატონ ელჩთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების შესაძლებლობები“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდგომ. თავის მხრივ ლიეტუვას ელჩმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცესკოს როლი საარჩევნო პროცესის ღიად და სამართლიანად წარმართვის პროცესში. ანდრიუს კალინდრამ არჩევნების ღიად და სამართლიანად ჩატარებაში საერთაშორისო მისიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ოქტომბრის არჩევნებს ბევრი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება. „ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დემოკრატიზაციის მთავარ წყაროს კი სწორედ რომ ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ კუთხით, მინდა აღვნიშნო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს სანდო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი მუნიციპალური არჩევნებისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საზოგადოების მხრიდან არჩევნებისადმი მაღალი ნდობის მისაღწევად ჩვენი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში ჩაერთვება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი და საარჩევნო ადმინისტრაციისგან იქნება დიდი ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ლიეტუვას მოქალაქეები საარჩევნო მისიებით აუცილებლად ჩამოვლენ 2 ოქტომბრისთვის. საქართველოს მომავალი ეს არის ევროპის მომავალი,“ - განცხადა ანდრიუს კალინდრამ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)