22:01 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-24 14:30:57, 652 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია სარეზერვო სივრეზე - თუ საჭიროება იქნება, ჰოსპიტალთან ახლოს, პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე მოხდება

სამგორის საველე ჰოსპიტალის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და რა თქმა უნდა, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს, რათა პერსონალის გადანაწილება მოხდეს.
„სამგორის საველე ჰოსპიტალში გარკვეულწილად მობილიზებულია სარეზერვო საწოლები, თუმცა საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს. ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად შექმნილი მოვლის შესაძლებლობა. დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, რომელიც ინფრასრტრუქტურულად სრულად გამართულია. ამდენად, გარკვეულწილად, სამგორის მოსალოდნელი რეზერვი ჩაანაცვლა ქავთარაძის ჰოსპიტალმა. სამგორის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და რა თქმა უნდა, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, რომ 8 000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის გარკვეულწილად ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, ჰოსპიტალები ცდილობენ დამატებითი რესურსის მობილიზებას, იმ ხარჯზე რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები. რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არის გარკვეული მოსაზრება, რომ იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტალების ჩართვა. იმის აუცილებლობა, რომ იქ სარეზერვო სივრცე შეიქმნას, არ არსებობს, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება ჰოსპიტალთან ახლოს, იმავე პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე ეს შესაძლებელია. დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics