2021-08-23 11:53:08, 589 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისასა აღნიშნა, აღნიშნულ საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება გუშინვე დაიწყო.
„დედაქალაქში ერთ-ერთი მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით", – განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან