13:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-22 13:58:47, 574 ნახვა

პოლიტიკა
დენის შმიგალი - მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს, ყირიმის არ აღაირებისთვის და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. განცხადება დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შესაძლებლობას მოგცემს ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. გვქონდა საშუალება განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, უსაფრთხობა, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა და ა.შ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის და ასევე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტიური პოზიციისთვის. რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახალ არის ძალიან ძვირფასი და ღირებული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე აფხაზეთის რეგიონის, ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა დენის შმიგალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics