13:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-22 13:10:48, 638 ნახვა

პოლიტიკა
ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაცია პრემიერ-მინისტრის დავალებითა და კოორდინაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტნიორ ქვეყნებთან , კერძოდ ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე დახვდნენ.
„ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა დავიწყეთ იმ დღიდან, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იმყოფებოდნენ ავღანეთში, ძირითადად ქაბულში და ითხოვდნენ დახმარებას. აქტიურად ვმუშაობდით, პირველ რიგში,  მათი აეროპორტში უსაფრთხო მიყვანისა და აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით უსაფრთხოდ მგზავრობისთვის. კავშირზე ვიყავით დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან, რომელიც ფარავს ავღანეთს. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები. თითოეულ მათგანს მინდა,მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გასწიეს. რა თქმა უნდა, ეს დეტალები ღიად არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი საქმე და სამუშაოა გაწეული. რაც მთავარია, ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში“-განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
აღსანიშნავია,რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ავღანეთი ეტაპობრივად საქართველოს 24-მა მოქალაქემ დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics