01:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 11:02:34, 458 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებთან გამართა.

გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს სამომავლოდ  დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოსახლეობის სურვილები მოისმინა.

როგორც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მოსახლეობის თხოვნით, აბაშიძისა და ფალიაშვილის დამაკავშირებელ ერთ-ერთ შიდა ეზოში სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. მისივე თქმით, ვაკის რაიონის გამგეობასთან თანამშრომლობით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, უახლოეს მომავალში სარეკრეაციო სივრცის პროექტირება დაიწყება.

„ვაკის რაიონში, აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს  შევხვდი და მოსახლეობას ის პროექტები გავაცანი, რომელთა განხორციელებასაც სამომავლოდ ვგეგმავთ. პროექტების დაგეგმვისას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები და მათი აქტიური ჩართულობა.  სწორედ მათი თხოვნით, მისამართზე, სადაც დღეს ვიმყოფებოდი, სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ვგეგმავთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში,  პროექტირების პროცესს დავიწყებთ.  ეს გახლავთ მართლაც განსაკუთრებული სივრცე, სადაც კიდევ ერთი, ლამაზი სკვერი მოეწყობა"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics