09:41 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-20 17:31:51, 918 ნახვა

სამართალი
ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს

 წინანდლში  მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულების,  ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  თელავის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუსაბუთებელია და უკანონოა, სწორედ ამიტომ ისინი ამ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობის შესახებ განჩინებას ვასაჩივრებთ. ჩვენი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ვითხოვთ, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულების მიმართ. თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ თავდებ პირთა წრე კიდევ გაიზრდება და სააპელაციო სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოს, რადგან ისეთი პირები ჩაერთვებიან თავდებობაში, მათ უფლება არ ექნებათ უარი თქვან. აღსანიშნავია, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ განჩინებაში ისეთი რამ მიუთითა, რომელიც ფაქტობრივად, დაუსაბუთებელია - თავდებმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, როგორ უნდა შეძლონ მათ თავდებობის განხორციელებაო, ამას წერს მოსამართლე, როდესაც თავდები პირები პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ჩემთან სახლში იცხოვრებს და მის ქცევას გავაკონტროლებო. წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში მოსამართლე ამბობს, რომ ვერ დამისაბუთეს, როგორ უნდა მოხდეს პირადი თავდებობაო“, -აცხადებს ტარიელ მურმანიშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics