15:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 15:01:57, 755 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი -პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ

არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავთაშვილმა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარადგენის ღონისძიებაზე გურიის რეგიონში ჩაის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურია იყო ადგილი, სადაც ჩაის კულტურა პირველად გამოჩნდა და შემდგომში მან რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით „ქართული ჩაი", რომელიც გულისხმობს ჩაის რეაბილიტაციას; ბატონი ირაკლის მხარდაჭერით, დავიწყეთ ქვეყანაში ჩაის სექტორის აღდგენის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა. დღეს ყველას შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს და გავენარებული, გატყევებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად, იჯარით მიიღოს; ფაქტობრივად, მთელი სარეაბილიტაციო თანხა, 100%-იანი საგრანტო დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია", - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა რეგიონში გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის დეფიციტს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გურიაში არ არის შემნახველი მეურნეობები, არ არის გადამმუშავებელი საწარმოების ის სიმძლავრე, რომელიც ქვეყანაში შესაძლოა ჭარბადაა, მაგრამ კონკრეტულად გურიაში არა.

„ჩვენ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, თქვენს ინიციატივებს მხარს დავუჭერთ; თუ თქვენი მხრიდან იქნება მომართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ, რომ შემნახველი, საშრობი მეურნეობების და გადამმუშავებელ საწარმოების შექმნა დავაფინანსოთ.. თუ იქნება მონდომება თქვენი მხრიდან, სახელმწიფო თანადაფინანსების მზადყოფნა ჩვენი პირობაა", - განაცხდა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics