2021-08-19 11:52:08, 418 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - საველე ჰოსპიტლებზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საველე ჰოსპიტლები აჭარასა და იმერეთშიც მოეწყობა.
როგორც მინისტრის მოდგილემ აღნიშნა, ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია.
გაბუნიას თქმით, ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ ამ ორ რეგიონზე მოდის.
"საველე ჰოსპიტალი არის ჩვენთვის მზაობის და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობა. ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ეს არის ორი დიდი რეგიონი, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვიყოთ მზად, ვიდრე მერე მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილების და მზაობის უზრუნველყოფა. მიმდინარე სამუშაოები პროცესშია", - განცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,