2021-08-19 11:04:19, 484 ნახვა
საზოგადოება
19 სექტემბერს ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობიო გზების დეპარტამენტის განცხადებით,ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება.
"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე, კლდის ფერდის ჩამოწმენდას (აფეთქებას მცირე მუხტებით). სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2021 წლის 19 აგვისტოს 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ამ მონაკვეთზე შეიზღუდება". - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,