02:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 20:37:11, 657 ნახვა

საზოგადოება
„ევროკავშირი" აძლიერებს ვაქცინაციის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

10 აგვისტოს ევროკომისიამ 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა დახმარების პაკეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებით. ეს დამატებითი დაფინანსება დააჩქარებს ვაქცინაციის კამპანიას აღმოსავლეთის პარტნიორი ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.- ინფორმაციას „ევროკავშირის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

 როგორც ინფორმაციასია ნათქვამი, ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით, ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

 ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და დამუშავების ძირითად ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებს და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას.

” ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე , ” - თქვა სამეზობლო და გაფართოების საკითხთა კომისარმა ოლივერ ვარჰელიმ .

 დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს, 11 მილიონი  პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას, 12000 ლაბორატორია კომპლექტს, 1500-ზე მეტ ვენტილატორს, ჟანგბადის კონცენტრატორს ,პულსის ოქსიმეტრ და 20,000 PCR ტესტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics