2021-08-18 16:44:11, 385 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 დევნილ ოჯახს გადაეცემა
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებს ცნობიტ, აღნიშნული ოჯახები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.
მათივე ცნობით, ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),