|
2021-08-18 15:34:51, 439 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - უნდა გაგრძელდეს ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა აიღო
ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აიღო ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი განვითარება ჰქონდეს შუახევს და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა თითოეულ შუახეველს - განაცხდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების" შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენაზე. თორნიკე რიჟვაძის თქმით, შუახევში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიუხედავად პანდემიისა, ყველაფერი ბოლომდე იქნება მიყვანილი. „შუახევში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიუხედავად პანდემიისა, ამ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევისა, არც ერთი დაპირება არ დაგვიწყებია, არც ერთი საქმე, რომელიც გვქონდა ჩაფიქრებული არ გაჩერებულა და ეს ყველაფერი იქნება ბოლომდე მიყვანილი. როცა ჩვენი ოპონენტები სვამენ კითხვას, თუ რა გაკეთდა, უმჯობესია დასვან კითხვა თუ რა ვერ გაკეთდა. მიუხედავად პანდემიისა, ძალიან სწორი, ეფექტური და გაბედული გადაწყვეტილებების შედეგად შევძელით, რომ ვაქცინა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ბატონი პრემიერ მინისტრის მეთაურობით შესაძლებელი გახდა, რომ ყველას აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ჰქონოდა ხელმისაწვდომობა როგორც ვაქცინაზე, ასევე, არც ერთი დაინფიცირებული ადამიანი არ დარჩენილა სახელმწიფო ზრუნვის გარეშე. ჩვენ ამ გამოწვევიდან აუცილებლად გამარჯვებული გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით და საზოგადოების, მთავრობის და ყველას ერთიანობით შევძლებთ, რომ ამ გამოწვევასაც ღირსეულად გავუმკლავდეთ. პოლიტიკური პროცესია და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთი ძალიან დიდი მობილიზება გავაკეთოთ ამ არჩევნების წინ, გავერთიანდეთ ყველა, როგორც ძველი გვარდია, ისე ახალი თაობა, ყველა ადამიანი, რომელსაც სწამს და სჯერა, რომ ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აიღო ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტი განვითარება ჰქონდეს შუახევს და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა - თითოეულ შუახეველს. მინდა მხარი დავუჭიროთ და ყველა მხარში დავუდგეთ ძალიან ღირსეულ, წესიერ, მშვიდ, მაგრამ ძალიან აქტიურ შუახევის მომავალ მერს, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ამ მუნიციპალიტეტში მუშაობის და ჩვენი საკრებულოს გუნდის როგორც ახალ სახეებს, ისე ძველ გვარდიას და კიდევ ერთად ვიზეიმოთ ერთი დიდი გამარჯვება ოქტომბერში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)