|
2021-08-18 15:10:14, 649 ნახვა
პოლიტიკა
ომარ ტაკიძე - მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება
,,2012 წლიდან, მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება" - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების'' შუახევის მერობის კანდიდატმა ომარ ტაკიძემ წარდგენისას განაცხადა. მერობის კანდიდატის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკის ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ,,2012 წლიდან, მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენს წინაშე დგომა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შუახევის მერობის კანდიდატად წარმადგინა. 2017 წლიდან სრულად ვარ ჩართული ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და კარგად ვიცი, ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს. მზად ვარ როგორც მერობის კანდიდატი, დავიხარჯო ბოლომდე ჩემს გუნდთან ერთად, რომ ის გამოწვევები, ის საკითხები, რომელიც თითოეულ შუახეველს, თითოეულ სოფელში აწუხებს, ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე. მადლობა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, თანამოაზრეებს, ჩემს გუნდს. მჯერა, ერთად დგომით, ყველაფერს შევძლებთ. მჯერა, მხარს დაგვიჭერთ და შუახევის უკეთესი მომავლისთვის ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ" - განაცხადა ომარ ტაკიძემ. მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: როსტომ ლორთქიფანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, მალხაზ ტაკიძე, ემზარ აბაშიძე, ზაზა დავითაძე, მურად ქათამაძე, გიორგი კეკელიძე. პროპორციული სიის პირველი ათეულში არიან: გიორგი დავითაძე, ედუარდ გოგრაჭაძე, ფატი ჭაღალიძე, ედნარ კეჟერაძე, თენგიზ ივანაძე, მელანო ებრალიძე, ვახტანგ ფუტკარაძე, დავით დავითაძე, ნაზი ქამადაძე, სულიკო ბოლქვაძე.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)