2021-08-18 10:58:38, 652 ნახვა
საზოგადოება
პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, აცრა ბინაზე ჩაუტარდებათ
პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მოქალაქეებმა ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 1522 და ოპერატორს მონაცემები მიაწოდონ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გავლენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,