|
2021-08-17 16:19:31, 647 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, ოფისებით, ბანკებით, კაზინოებით
ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. „მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ - ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილზე ვიმყოფებით, ცნობილ გონიოს ციხეში. აქვე ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უნიკალური ადგილი - გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთდ და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და რეგიონში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)