11:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-15 14:39:57, 886 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ და დედაქალაქ ქაბულზე თალიბანის თავდასხმას არ დაიწყებს.

The Associated Press-ი ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიდიან მოლაპარაკებებისთვის და ძალაუფლების გადაცემისთვის მოსამზადებლად.

CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ საგანგებო შეხვედრა გამართა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან და ნატო-ს ოფიციალურ პირებთან.

„თალიბანის“ განცხადებით, დედაქალაქის ძალის გამოყენებით აღებას არ გეგმავენ. დაჯგუფების წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, დაჯგუფების ყველა მებრძოლს ნაბრძანები აქვს დედაქალაქის შესასვლელებთან მზადყოფნაში ყოფნა, ვიდრე ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არ მოხდება.

გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფება აცხადებს, რომ ქაბულის მცხოვრებლების სიცოცხლეს, ქონებასა და ღირსებას საფრთხე არ ეუმქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics