|
2021-08-14 12:33:48, 1546 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი - გურჯაანი გამორჩეული მუნიციპალიტეტია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით
„ქართული ოცნების" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ზურაბ უტიაშვილის წარადგენაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ გურჯაანი გამორჩეული მუნიციპალიტეტია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. მინისტრის განცხადებით, კახეთი ლიდერია სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიმართულებით და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის, დაახლოებით, 40%-ს ითვისებს. „ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ჩუმლაყში, რომელიც ძალიან ახლოსაა ქალაქ გურჯაანიდან. ვნახეთ თუ როგორი წარმატება აქვთ ფერმერებს. გურჯაანელები ამ წარმატებას უზიარებენ საქართველოს კუთხის სხვა შვილებსაც. წლის განმავლობაში გურჯაანი ასაქმებს საქართველოს ძალიან ბევრ სხვა მოქალაქეს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება მეხილეობა, თუ გადამმუშავებელი წარმოება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)