2021-08-13 20:41:47, 902 ნახვა
მსოფლიო
BBC ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალები ამერიკის საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაციისთვის ქაბულში ჩავიდნენ
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაციისთვის ქაბულში ჩასვლა დაიწყეს - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, 3000 ჯარისკაციდან წამყვანი ქვედანაყოფები ჰამიდ ყარზაის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ჩავიდა. აშშ-ს სმხედრო ძალები თვის ბოლომდე სრულად დატოვებენ ავღანეთის ტერიტორიას.
BBC თავდაცვითი უწყების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დარჩენილი ჯარისკაცები როგორც მოსალოდნელია, ქაბულში მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩავლენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,