00:57 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 14:17:47, 2388 ნახვა

სამხედრო
საქართველოში პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური იმყოფებოდა

საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოში პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური იმყოფებოდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრიგადის გენერალ სლავომირ დრუმოვიჩს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.

„სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების შეხვედრაზე პოლონელმა გენერალმა  საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები  საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს“.- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics