07:03 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 10:33:43, 468 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა/რ მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაბა ქედასა და ქედის 7 სოფელში - ტიბეთა, ვაიო, აქუცა, მილისი, უჩხითი, ქოსოფელი, არსენაული, პირველად, უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურა შეიქმნება.

მათივე ინფორმაციით, დაბა ქედის წყლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სათავე ნაგებობები ღარათის ტერიტორიაზე მოეწყობა. ასევე, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, 690მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. 

განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით ქედაში 852 ოჯახი ისარგებლებს. 

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი KfW ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და ტურიზმის სტიმულირებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics