2021-08-11 20:16:33, 672 ნახვა
საზოგადოება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, გვირაბში 11 აგვისტოს 21:00 საათიდან 12 აგვისტოს 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. -ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაც ჩატარდება, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი ძველ და ექსპლუატაციიდან გამოსულ სანათებს შეცვლიან. ასევე, დაიხაზება გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები.
„ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.“-ნათქვამია განცხადებაში
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),